ნიგერიაში ქოლერას ეპიდემია მძვინვარებს

ბოლო 1 თვეში 30 ადამიანი დაიღუპა

1678248
ნიგერიაში ქოლერას ეპიდემია მძვინვარებს

აფრიკის სახელმწიფო ნიგერიის ჯიგავას შტატში, ქოლერას ეპიდემიისგან ბოლო 1 თვეში 30 ადამიანი გარდაიცვალა. ჯიგავას პროვინციის ჯანდაცვის დეპარტამენტის მუდმივი პრეს წარმომადგენლის სალისუ მუაზუს განცხადების თანახმად, ბოლო 1 თვეში შტატის 27 რეგიონში 2000-ზე მეტ ადამიანს ქოლერა აღმოაჩნდა, ხოლო 30 ადამიანი კი გარდაიცვალა. მისივე თქმით, ეპიდემია გამოწვეულია სისუფთავის პრობლემებით და ამიტომ მან რეგიონის მოსახლეობას მოუწოდა, ეპიდემიის წინააღმდეგ გაზრდილი სიფრთხილის ზომები მიიღონ. ნიგერიაში იანვრის აქეთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ქოლერას ეპიდემიის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობა 335-მდე გაიზარდა



მსგავსი ინფორმაციები