ჰენანი წვიმას და წყალდიდობას ებრძვის

დაიღუპა 12 კაცი

1678170
ჰენანი წვიმას და წყალდიდობას ებრძვის

ძლიერი წვიმის შედეგად წაემოქმნილი წყალდიდობის გამო, ჩინეთის ცენტრალურ რეგიონ ჰენანის პროვინციაში, მინიმუმ 12 ადამიანი დაიღუპა. ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს თანახმად, ჰენანის ქალაქ ჟენჯოუში გუშინდელ წვიმასა და წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. ამავე ცნობით, სამძებრო და სამაშველო ჯგუფებმა 12 ადამიანის გვამს მიაგნეს, ხოლო 100 ათასზე მეტი ადამიანის უსაფრთხო ადგილებში ევაკუირება მოახდინეს. ჟენგჟოუს ადგილობრივი მთავრობის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ”წყალდიდობის კონტროლის მდგომარეობა ძალიან რთულია”, ხოლო კატასტროფის დონე შეფასდა როგორც ”არაჩვეულებრივად მაღალი”. ჰენანის პროვინციის მრავალ დასახლებაში სატრანსორტო მიმოსვლა შეწყდა და დაიტბორა 10 ათასობით სასოფლო-სამეურნეო სავარგული



მსგავსი ინფორმაციები