ჯო ბაიდენი რეუვენ რივლინს შეხვდა

ჯო ბაიდენი რეუვენ რივლინს შეხვდა

1666549
ჯო ბაიდენი რეუვენ რივლინს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, თეთრ სახლში შეხვდა ისრაელის პრეზიდენტს რეუვენ რივლინს, რომელიც თანამდებობას  9 ივლისს დატოვებს. ბაიდენმა და რივლინმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციის დროს ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ გამოხატა ისრაელისადმი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ მათი ერთგულება ისრაელის მიმართ მტკიცე და მართალია.

ბაიდენის თქმით, აშშ სრულად უჭერს მხარს ისრაელის ნორმალიზაციის პროცესს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან და რომ მათ სურთ შექმნან უფრო დიდი მშვიდობისა და სტაბილურობის ბლოკი რეგიონში.


საკვანძო სიტყვები: #რეუვენ რივლინი , #ჯო ბაიდენი

მსგავსი ინფორმაციები