ეკონომიკური კრიზისი ლიბანში, პროტესტი გრძელდება

ეკონომიკური კრიზისი ლიბანში, პროტესტი გრძელდება

1666833
ეკონომიკური კრიზისი ლიბანში, პროტესტი გრძელდება

ლიბანში ცხოვრების პირობების გაუარესება გუშინ კიდევ ბევრ ქალაქში გააპროტესტეს. ლიბანის ეროვნული ვალუტის დოლართან მიმართებაში ყოველდღიურად უფასურდება. ლიბანელებმა კი ეს ფაქტი დედაქალაქ ბეირუთის ჩათვლით სხვა მრავალ ქალაქშიც გააპროტესტეს.

საკითხთან დაკავშირებით ლიბანის პრეზიდენტმა  მიშელ აუნიმ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ დღეს თავდაცვის უმაღლეს საბჭოს წარმომადგენლების მონაწილეობით ქვეყანაში განვითარებული მოვლენების განსახილველად საბჭოს სხდომას გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ ლიბანის ეკონომიკა, რომელსაც ძალზე მყიფე სტრუქტურა აქვს სხვადასხვა რელიგიასა და სექტებზე დაფუძნებული პოლიტიკური დაყოფის თვალსაზრისით, 1975-1990 წლების სამოქალაქო ომის შემდეგ  ერთ-ერთ ყველაზე დიდ კრიზისს განიცდის.

ცნობისათვის ლიბანში ბენზინის ლიტრზე ფასმა 35 პროცენტით, ხოლო დიზელის ფასმა 38 პროცენტით მოიმატა.


საკვანძო სიტყვები: #ეკონომიკური კრიზისი , #ლიბანი

მსგავსი ინფორმაციები