ტუნისის ღია წყლებში სამგზავრო ნავი გაფუჭდა

საზღვაო ძალების მაშველებმა 178 მიგრანტი გადაარჩინეს

1665911
ტუნისის ღია წყლებში სამგზავრო ნავი გაფუჭდა

ტუნისის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მედენიის ღია წყლებში არალეგალი მიგრანტებით სავსე ნავი, ტექნიკური გაუმართსაობის გამო შუა ზღვაში დარჩა და შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა 178 კაცი გადაარჩინეს. ტუნისის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის მიერ გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, ქვეყნის საზღვაო ძალებმა მედენიის ღია წყლებში, ტექნიკური ხარვეზის შედეგად  უმოქმედოდ გაჩერებული ნავის ადგილსამყოფელი დაადგინეს და ადგილზე მისულებმა ნავზე 2 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, ხოლო დანარჩენი 178 კაცცი კი გადაარჩინეს. დადგინდა, რომ არალეგალი მიგრანტები იყვნენ ბანგლადეშიდან, ეგვიპტედან და აფრიკიდან



მსგავსი ინფორმაციები