ინდოეთმა ჩინეთის საზღვართან 50,000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა

ინდოეთმა ჩინეთის საზღვართან 50,000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა

1666223
ინდოეთმა ჩინეთის საზღვართან 50,000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა

ინდოეთმა ბოლო თვეების განმავლობაში ჩინეთის საზღვართან 50,000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა.

სააგენტო, Bloomberg-ის მიერ ინდოეთის 4 ჩინოვნიკზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  ინდოეთმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, ჯამუ და ქაშმირის და ლადაქის სექტორების ტერიტორიაზე სამ რეგიონში მინიმუმ 50 ათასი ჯარისკაცი გააგზავნა.

ამავე ინფორმაციით, ინდოეთმა რეგიონებში ჯარისკაცების გარდა, მძიმე შეიარაღებული ფლოტები და სამხედრო თვითმფრინავებიც გააგზავნა.

ჩინოვნიკებმა Bloomberg-თან ინტერვიუს დროს ასევე თქვეს, რომ ინდოეთს ამჟამად 450,000-ზე მეტი სამხედრო შენაერთი, მათ შორის გასამხედროებული ძალები, დაახლოებით 200,000 ჯარისკაცი ჰყავს ჩინეთის საზღვარზე.



მსგავსი ინფორმაციები