ევროკავშირმა გადაწყვიტა მომზადდეს მაღალი დონის დიალოგი თურქეთთან

ევროკავშირმა გადაწყვიტა მომზადდეს მაღალი დონის დიალოგი თურქეთთან

1664490
ევროკავშირმა გადაწყვიტა მომზადდეს მაღალი დონის დიალოგი თურქეთთან

ევროკავშირმა გადაწყვიტა მომზადდეს მაღალი დონის დიალოგი თურქეთთან.

ევროკავშირის სამიტის მიმდინარეობისას თურქეთთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ საბოლოო განცხადების შესაბამისი ნაწილი საზოგადოებას გააცნეს.

განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს თურქეთთან მაღალი დონის დიალოგისთვის მზადება ორმხრივ ინტერესებზე დაფუძნებულ საკითხებზე, როგორიცაა მიგრაცია, ჯანდაცვა, კლიმატი, ტერორიზმთან ბრძოლა, რეგიონული საკითხები და სხვა.

ევროკავშირის ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს, რომ თურქეთთან საბაჟო კავშირის განახლების ნებართვისთვის დაიწყოს ტექნიკური სამუშაოები.

”ევროსაბჭო მოუწოდებს ევროკომისიას დაუყოვნებლად წარუდგინოს ოფიციალური წინადადება სირიელი ლტოლვილებისა და მასპინძელი თემების დაფინანსების გაგრძელების შესახებ თურქეთში, იორდანიაში, ლიბანსა და რეგიონის სხვა ნაწილებში.”- ნათქვამია განცხადებაში.

იქვე ნათქვამია: "ევროსაბჭო ელოდება, რომ რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებში თურქეთისა და ევროკავშირის საერთო ინტერესების შესაბამისად თურქეთი და ყველა მოთამაშე დადებითად შეუწყობს ხელს რეგიონული კრიზისების მოგვარებას.“


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ევროკავშირი

მსგავსი ინფორმაციები