დაძაბულობა შავ ზღვაში

რუსულმა თვითმფრინავმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა ბრიტანულ სამხედრო ხომალდს

1663371
დაძაბულობა შავ ზღვაში

რუსულმა თვითმფრინავმა, ბრიტანულ სამხედრო ხომალდს იმ მოტივით, რომ მან დაარღვია საზღვარი შავ ზღვაში, გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა.

რუსეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრიტანულმა სამხედრო ხომალდმა Defender-მა შავ ზღვაში საზღვარი დაარღვია, რასაც რუსეთის მხრიდან Su-24M ტიპის საბრძოლო თვითმფრინავით შესაბამისი ირეაგირება მოჰყვა.

ცნობისათვის, ბრიტანული გემი, რომელმაც შავ ზღვაში დაარღვია საზღვარი, ყირიმის ტერიტორიულ წყლებში შედის. ყირიმი კი რუსეთის მხრიდან 2014 წელს უკანონოდ იქნა ანექსირებული.

საერთაშორისო სამართლის წესების თანახმად, ყირიმი უკრაინის ტეროტორიად ითვლება.



მსგავსი ინფორმაციები