ჩინური “სინოვაკი“ ძალიან ეფექტურ და დადებით შედეგებს იძლევა

კოლუმბიაში სიკვდილიანობა საკმარისად შემცირდა

1663193
ჩინური “სინოვაკი“ ძალიან ეფექტურ და დადებით შედეგებს იძლევა

კოლუმბიის ჯანდაცვის მინისტრმა ფერნანდო რუის გომესმა განაცხადა, რომ ჩინური ვაქცინა სინოვაკი, რომელიც მათ გამოიყენეს კოვიდ-19-ით დაინფიცირებულების განსაკურნებლად, ძალიან ეფექტურ და დადებით შედეგებს იძლევა, რის გამოც 80 წელს გადაცილებულ ადამიანებშიც კი, სიკვდილიანობა საკმარისად შემცირდა. გომესმა ამასთან  საზოგადოებას მოუწოდა, თავი აარიდონ მსხვილ შეკრებებს და მასობრივ ღონისძიებებს, რადგან, ”ბოლოდროინდელმა სოციალური მობილურობის ზრდამ, დიდი გავლენა მოახდინა შემთხვევათა და სიკვდილიანობის რაოდენობის ზრდაზე.” ჯანდაცვის მინისტრის განცხადების თანახმად, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ქვეყანაში 101 ათასს, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3 მილიონ 997 ათასს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 3 მილიონ 714 ათასს გადააჭარბა. მინისტრის განცხადებითვე, ქვეყანაში ეპიდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებს დედაქალაქი ბოგოტა და ანტიოკიას პროვინცია წარმოადგენენ



მსგავსი ინფორმაციები