კირბიმ განაცხადა, რომ თურქეთმა ჰამიდ კარზაის აეროპორტის დაცვაზე თანხმობა განაცხადა

ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ თურქეთმა ავღანეთში დარჩენასა და ჰამიდ კარზაის აეროპორტის დაცვაზე თანხმობა განაცხადა

1662456
კირბიმ განაცხადა, რომ თურქეთმა ჰამიდ კარზაის აეროპორტის დაცვაზე თანხმობა განაცხადა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ თურქეთმა ავღანეთში დარჩენასა და ჰამიდ კარზაის აეროპორტის დაცვაზე თანხმობა განაცხადა.

ყოველდღიურ ბრიფინგზე კირბიმ შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ აღვანეთში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას თვალყურს ადევნებენ, თუმცა ამერიკის ქვეყნიდან მთლიანად გასვლის თარიღი არ შეცვლილა.

შეკითხვაზე, თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ჰულუსი აქარსა და ამერიკის თავდაცვის მინისტრს ლოიდ ოსტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს (ქაბული) ჰამიდ კარზაის აეროპორტის დაცვის საკითხზე მიღწეული იქნა თუ არა შეთანხმება, კირბიმ დასძინა, რომ ეს კონტაქტი გასულ კვირაში ნატო-ს სამიტის ფარგლებში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შორის გამართული შეხვედრის გაგრძელებას წარმოადგენდა და დაამატა: „თურქეთი აეროპორტის დაცვის საკითხზე ლიდერობას დათანხმდა. თუმცა კვლავ მიმდინარეობს მუშაობა დეტალებზე. კიდევ ბევრი საქმე უნდა გაკეთდეს. თურქულმა მხარემ აღნიშნა, რომ აშშ-სა და საერთაშორისო საზოგადოებისგან საჭიროა მხარდაჭერის მიღება. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ.“



მსგავსი ინფორმაციები