გუტიერესის პრესსპიკერმა ირანის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

გუტიერესის პრესსპიკერმა ირანის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

1662679
გუტიერესის პრესსპიკერმა ირანის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერლური მდივნის, ანტონიო გუტიერესის პრესსპიკერმა სტეფან დუჟარიკმა ირანში პარასკევს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში იბრაჰიმ რეისის გამარჯვებასთან დაკავშირებით აღნიშნა: ”გენერალური მდივანი გუტიერესი ელოდება თანამშრომლობის გაგრძელებას ირანის ხელისუფლებასთან საერთო ინტერესების და ირანელთა და რეგიონის მცხოვრებთა ინტერესების გათვალისწინებით.”

”ჩვეულებრივი პროცესი იქნება, ეჭვი არ მეპარება” - თქვა დუჟარიკმა გაერთიანებული ერების ირგანიზაციის ნიუ-იორკში მდებარე შტაბ-ბინაში გამართულ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, რეისს კიდევ 6 კვირა აქვს თანამდებობის გადასაბარებლად.

რეისი, რომელმაც ირანში 18 ივნისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 62 პროცენტი მიიღო, ქვეყნის მე-8 პრეზიდენტი გახდა.



მსგავსი ინფორმაციები