გერმანიაში ჰამასის დროშა აიკრძალა

გერმანიაში ჰამასის დროშა აიკრძალა

1661895
გერმანიაში ჰამასის დროშა აიკრძალა

გერმანიის მთავრობის ყველა პარტია ჰამასის დროშის აკრძალვაზე შეთანხმდა. კოალიციურ მთავრობაში გაწევრიანებული პარტიების, მემარცხენე ცენტრისტთა სოციალ-დემოკრატთა პარტიმ (სდპ), რომელიც ქრისტიან დემოკრატთა გაერთიანების (ქდგ) პარტნიორია, საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა. მათ ჰქონდათ კითხვები აკრძალვის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. თუმცა, საბოლოოდ ისინიც დათანხმდნენ აკრძალვას.

დროშის აკრძალვის შეთავაზება თავდაპირველად გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ქრისტიან დემოკრატთა გაერთიანებამ (ქდგ) წამოაყენა.

„არ გვსურს, გერმანულ მიწაზე ტერორისტული ორგანიზაციების დროშები ფრიალებდეს“, განაცხადა ქდგ-ს სპიკერმა, თორშტენ ფრაიმ.

რეგულაციის მოთხოვნა, სავარაუდოდ, ბუნდესტაგში მომავალ კვირას გადაიგზავნება.

ცნობისათვის, ევროკავშირმა 2001 წელს ჰამასი შეიყვანა „ტერორისტული ორგანიზაციების“ სიაში.


საკვანძო სიტყვები: #დროშა , #ჰამასი , #გერმანია

მსგავსი ინფორმაციები