პალესტინა ისრაელის ახალ მთავრობასთა დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

პალესტინა ისრაელის ახალ მთავრობასთა დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

1657319
პალესტინა ისრაელის ახალ მთავრობასთა დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

პალესტინამ, ისრაელში ფართო სამთავრობო კოალიციის შექმნა და ახალ პრემიერ-მინისტრად, ნაფტალი ბენეტის არჩევა შეაფასა რა, აღნიშნა, რომ არ განსხვავდება ძველი ხელისუფლებისგან.

პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „როგორია ბენეტის ადმინისტრაციის პოზიცია ოკუპირებული დასახლებებისა და დასავლეთ სანაპიროს ანექსიასთან დაკავშირებით? როგორია მისი დამოკიდებულება იერუსალიმისა და იქ არსებული ისტორიულ-სამართლებრივი ვითარების მიმართ? როგორია მისი დამოკიდებულება გაფორმებული ხელშეკრულებების მიმართ? როგორი იქნება საერთაშორისო ლეგიტიმურობის დამოკიდებულება მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ? მათ შორის არსებული პრობლემის ორი სახელმწიფოს ფორმატში გადაწყვეტა?“

ბენეტი, პალესტინის ეროვნული ინიციატივის მოძრაობის გენერალურმა მდივანმა მუსტაფა ალ-ბერგუსიმაც შეაფასა და თქვა, რომ ისრაელის ახალი მთავრობა, ბენეტის მეთაურობით, არის „განსახლებული და რასისტული“ მთავრობა.

რაც შეეხება ჰამასს, მათაც გააკეთეს შეფასებები და აღნიშნა, რომ მათ არ აინტერესებთ ისრაელში ხელისუფლების შეცვლა რადგან, ისინი პალესტინელების უფლებების მითვისებასა და მკვლელობის საკითხში ერთიანდებიან.


საკვანძო სიტყვები: #მთავრობა , #ისრაელი , #პალესტინა

მსგავსი ინფორმაციები