ბენიამინ ნეთანიაჰუს ეპოქა დასრულდა

ისრაელს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

1657268
ბენიამინ ნეთანიაჰუს ეპოქა დასრულდა

ისრაელში ცენტრისტ იაირ ლაპიდმა, ნაფტალი ბენეტთან მიაღწია შეთანხმებას ფართო სამთავრობო კოალიციის შექმნაზე რის შემდეგადც, უკვე ექსპრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს 12-წლიანი მმართველობის ეპოქა დასრულდა და ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი გახდა.

120 მანდატიან ქნესეთში კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნაფთალი ბენეტის მთავრობას მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, 59 კი წინააღმდეგ წავიდა.

ცნობისათვის, გასულ კვირას ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ცენტრისტული პარტიის ლიდერმა იაირ ლაპიდმა მთავრობის ფორმირებისთვის მიცემული ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნიტ ადრე პრეზიდენტ, რუვენ რივლინს ახალი მთავრობის ჩამოყალიბების თაობაზე ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ აცნობა.

ოპოზიციის მიერ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი მემარჯვენე პარტია „იამინას“ ლიდერი ნაფტალი ბენეტი გახდებოდა, შემდეგ კი, 2 წელიწადში, პოსტს იაირ ლაპიდს დაუთმობს.



მსგავსი ინფორმაციები