მაკრონი: „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საუბარი პრეზიდენტ ერდოღანთან“

მაკრონი: „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საუბარი პრეზიდენტ ერდოღანთან“

1655854
მაკრონი: „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საუბარი პრეზიდენტ ერდოღანთან“

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ მათ უნდა გააგრძელონ საუბარი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, მიუხედავად იმისა, რომ მათ აზრთა სხვადასხვაობა აქვთ. ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში გამართული პრესკონფერენციის დროს თქვა, რომ 14 ივნისს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გასამართ ნატოს სამიტის ფარგლებში პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრა სურს.

„ჩვენ ერთმანეთი უნდა ვნახოთ. ჩვენ უნდა ვესაუბროთ ერთმანეთს და განვაგრძოთ საუბარი, მაშინაც კი, თუ აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს,“ განაცხადა მაკრონმა.

მისივე თქმით, ერდოღანთან შეხვედრის დროს სირიის, ლიბიის, მთიანი ყარაბაღის, საფრანგეთში ‘რადიკალიზმის’ წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა მრავალი საკითხის შესახებ სურს საუბარი.


საკვანძო სიტყვები: #მაკრონი

მსგავსი ინფორმაციები