ბაიდენმა სტოლტენბერგთან შეხვედრა გამართა

აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა სტოლტენბერგთან შეხვედრა გამართა

1653692
ბაიდენმა სტოლტენბერგთან შეხვედრა გამართა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს თეთრ სახლში უმასპინძლა ნატოს სამიტის წინ, რომელიც 14 ივნისს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გაიმართება.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ წერილობით გაკეთებულ განაცხადებაში აღნიშნა, რომ ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატო-ს უსაფრთხოების და დემოკრატიული ღირებულებების  დაცვაში 7-საუკუნოვანი წარმატებისთვის მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობის სახელით მტკიცე მზადყოფნა.

”ბაიდენი და სტოლტენბერგი სტრატეგიულ კონკურენციასთან და კლიმატურ ცვლილებებთან, კიბერ თავდასხმების მსგავს საერთაშორისო საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში ალიანსის ადაპტაციისთვის ნატოს 2030 წლის ინიციატივის მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ.”-ნათქვამია განცხადებაში.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს ნატოს მოკავშირეების თავდაცვის ხარჯები და ინვესტიციები საერთო თავდაცვის სფეროში და დაამატა: ”ბაიდენმა და სტოლტენბერგმა ასევე განიხილეს ნატოს ავღანეთში 20 წლიანი ინვესტიცია და დიპლომატიური სამშვიდობო ძალისხმევის მიმართულებით მიმდინარე მცდელობები.“

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დახურული შეხვედრის შემდეგ პრესისათვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბაიდენთან შეხვედრაზე მათ ასევე განიხილეს ჩინეთი და რომ ეს ქვეყანა იქნება შემდეგ კვირას გასამართი ნატო-ს სამიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი.

მისივე თქმით, ჩინეთს ახლო მომავალში მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკა ექნება და დაამატა: ”თუმცა ჩინეთი არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ უშლის ხელს ჩინეთი დემოკრატ მომიტინგეებს ჰონგ კონგში, როგორ ეპყრობა უიღურელ თურქებს, როგორ აიძულებს მეზობლებს და როგორ ემუქრება ტაივანს.”

მან აღნიშნა, რომ ისინი მიესალმებიან ნატო-ს სამიტის შემდეგ პუტინთან შეხვედრის თაობაზე ბაიდენის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

”რუსეთთან დიალოგი სისუსტის ნიშანი არ არის. ჩვენ ძლიერი ვართ და ერთად ვართ”- განაცხადა სტოლტენბერგმა.


საკვანძო სიტყვები: #სტოლტენბერგი , #ბაიდენი , #ნატო , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები