აბდელმაჯიდ ტებუნი თურქეთ-ალჟირის ურთიერთობებს აფასებს

აბდელმაჯიდ ტებუნი თურქეთ-ალჟირის ურთიერთობებს აფასებს

1650758
აბდელმაჯიდ ტებუნი თურქეთ-ალჟირის ურთიერთობებს აფასებს

ალჟირის პრეზიდენტმა აბდელმაჯიდ ტებუნი განაცხადა, რომ მათ თურქეთთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, რომლებმაც ქვეყანაში 5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს ყოველგვარი პოლიტიკური მოლოდინის გარეშე.

მან ამის შესახებ ფრანგულ ჟურნალ, „Le Point“-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

„თურქებმა 5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს ალჟირში, ყოველგვარი პოლიტიკური  მოლოდინის გარეშე. ისინი, ვინც ამ ურთიერთობებით არაკომფორტულად გრძნობენ თავს, უნდა ჩამოვიდნენ და აქ ინვესტიცია ჩადონ. საფრანგეთის მხრიდან ალჟირში განხორციელებული კოლონიალიზმის პერიოდში, 1945 წელს 45 ათასმა ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე. ზოგადად მოსახლეობა კი დიდი ტანჯვის და წამების ქვეშ იყო. ამიტომ, ალჟირი,  საფრანგეთისგან ყველა დანაშაულის სრულად აღიარებას ელოდება და ასევე ყველა ბირთვული საცდელი უბნების გაწმენდას ითხოვს,“ განაცხადა ტებუნიმ.

მან ჟურნალ, „Le Point“-თან ინტერვიუს დროს ზოგიერთი არაბული ქვეყყნების, ისრაელთან ნორმალიზაციის საკიხიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ალჟირისათვის არაბულ ლიგაში აღარ დარჩა ჰარმონია.

პრეზიდენტმა ტებუნიმ ბოლოს ასევე ხაზი გაუსვა, რომ მისი ქვეყანა ისრაელთან ურთიერთობებს მანამ არ დაალლაგებს სანამ, პალესტინის სახელმწიფო არ იქნება სრულად აღიარებული.



მსგავსი ინფორმაციები