კოლუმბიის ომბუდსმენის აპარატი ქვეყანაში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს

კოლუმბიის ომბუდსმენის აპარატი ქვეყანაში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს

1649316
კოლუმბიის ომბუდსმენის აპარატი ქვეყანაში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს

კოლუმბიაში საგადასახადო რეფორმის კანონპროექტის წინააღმდეგ მასობრივი დემონსტრაციები გრძელდება. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების დროს ბოლო მონაცემებით 48  ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი გარდაიცვალა, არიან დაშავებულებიც.

კოლუმბიის ომბუდსმენის აპარატი ქვეყანაში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, დაღუპულთაგან 20-ს პირდაპირი კავშირი ჰქონდა აქციებთან.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიაში 28 აპრილს პროფკავშირების, ადგილობრივი თემების, სტუდენტური ჯგუფებისა და სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფების მოწოდებით, საგადასახადო რეფორმის კანონპროექტის წინააღმდეგ „ეროვნული გაფიცვის“ მოწოდება გაკეთდა, რომელიც შემდეგ მასობრივ საპროტესტო აქციებში გადაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #აქციები , #კოლუმბია

მსგავსი ინფორმაციები