კოლუმბიაში დემონსტრაციების დროს ათეულობით ადამიანი დაიღუპა

კოლუმბიაში საგადასახადო რეფორმის კანონპროექტის წინააღმდეგ მასობრივი დემონსტრაციების დროს ათეულობით ადამიანი დაიღუპა

1642028
კოლუმბიაში დემონსტრაციების დროს ათეულობით ადამიანი დაიღუპა

კოლუმბიაში საგადასახადო რეფორმის კანონპროექტის წინააღმდეგ მასობრივი დემონსტრაციები გრძელდება. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების დროს ბოლო მონაცემებით 42 ადამიანი გარდაიცვალა, არიან დაშავებულებიც.

საპროსესტო აქციების ცენტრი შეიძლება ითქვას, რომ დედაქალაქ ბოგოტაში ისტორიული,  ბოლივარის მოედანი გახლდათ, სადაც დემონსტრაციები ბანერებით ხელში კიდევ ერთხელ აპროსტესტებდნენ პრეზიდენტ ივან დუკეს ეკონომიკურ პოლიტიკას.

კოლუმბიის სოციალური ინციდენტების რეაგირების განყოფილების განცხადებით, მათთან ასეულობით ადამიანის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება შევიდა.

საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე ასევე მრავალი ადამიანიც დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიაში 28 აპრილს პროფკავშირების, ადგილობრივი თემების, სტუდენტური ჯგუფებისა და სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფების მოწოდებით, საგადასახადო რეფორმის კანონპროექტის წინააღმდეგ „ეროვნული გაფიცვის“ მოწოდება გაკეთდა, რომელიც შემდეგ მასობრივ საპროტესტო აქციებში გადაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #კოლუმბია

მსგავსი ინფორმაციები