ერდოღანი პაპა ფრანცისკეს ტელეფონით ესაუბრა

ერდოღანი პაპა ფრანცისკეს ტელეფონით ესაუბრა

1640721
ერდოღანი პაპა ფრანცისკეს ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი კათოლიკური სამყაროს სულიერ ლიდერ, პაპა ფრანცისკეს ტელეფონით ესაუბრა.

კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაიის თანახმად, ერდოღან-ფრანცისკეს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, ისრაელის მხრიდან პალესტინის მიმართ განხორციელებული თავდასხმები იქნა განხილული.

სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან განხორციელებული თავდასხემბის ადრესატი მხოლოდ პალესტინელები არ არიან, არამედ მთელი მუსლიმანები, ქრისტიანები და ზოგადად კაცობრიობაა.

სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელის უკანონო და არაადამიანური ქმედებები, რომლებითაც არღვევს იერუსალიმის სტატუსს, რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და მთელი კაცობრიობა უნდა გაერთიანდეს ოკუპანტი ისრაელის წინააღმდეგ, რომელიც არ ერიდება წმინდანებზე თავდასხმას.

მან კიდევ ერთხელ დასძნა, რომ გაეროს ჩათვლით ყველა საერთაშორისო პლატფორმა უნდა ჩაერთოს ამ საკითხში რათა, მისი მოგვარება სამართლიანად მოხდეს.



მსგავსი ინფორმაციები