ისრაელის მხრიდან ღაზის მიმართულებით თავდასხმები გრძელდება

ისრაელის მხრიდან ღაზის მიმართულებით თავდასხმები გრძელდება

1639269
ისრაელის მხრიდან ღაზის მიმართულებით თავდასხმები გრძელდება

ისრაელის ჯარები, წლებია ბლოკადაში მყოფ ღაზის სექტორის მიმართულებით თავდასხმებს სამი მიმართულებით განაგრძობენ.

ღაზას ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში სხვადასხვა სამიზნეები ძლიერ იბომბება ერთდროულად ჰაერიდან და ზღვიდან, ასევე ისრაელის ძალები საარტილერიო ცეცხლსაც ხსნიან.

თავდასხმების გამო ელექტროენერგია აღარ მიეწოდება ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილს. ხსენებულ რეგიონში სასწრაფო დახმარების მანქანები და სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფები გაგზავნეს.

მეორეს მხრივ, ისრაელის არმიაში სრულად არ განმარტავენ, რომ მათი სახმელეთო ძალები ღაზის სექტორში შეიჭრნენ თუ არა. ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით რეალური ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებენ.

ისრაელის არმიის პრესსპიკერმა სააგენტო „ანადოლუსათვის“ (AA) მიცემულ პირველ ინტერვიუსში განაცხადა, რომ მათმა ჯარებმა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციები დაიწყეს. შემდეგ ინტერვიუში კი აღნიშნა, რომ თარგმნასთან დაკავშირებული პრობლემა შეიქმნა და მათ ჯარებს სახმელეთო ოპერაციები არ დაუწყიათ.

ცნობისათვის, ისრაელის თავდასხმების, რომელიც 10 მაისს დაიწყო და უკვე დღეებია გრძელდებოდა, ბოლო მონაცემებით მოწამეთა რიცხვი 119-მდე  გაიზარდა, მათ შორის 28 ბავშია.  დაშავებულთა რაოდენობამ კი 621-ს გადააჭარბა.


საკვანძო სიტყვები: #პალესტინა , #ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები