კოლუმბიაში აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება

კოლუმბიაში აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება

1638479
კოლუმბიაში აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება

კოლუმბიაში საგადასახადო რეფორმის კანონპროექტის წინააღმდეგ მასობრივი დემონსტრაციები გრძელდება. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების დროს ბოლო მონაცემებით 42 ადამიანი გარდაიცვალა, არიან დაშავებულებიც.

საპროსესტო აქციების ცენტრი შეიძლება ითქვას, რომ დედაქალაქ ბოგოტაში ისტორიული,  ბოლივარის მოედანი გახლდათ, სადაც დემონსტრაციები ბანერებით ხელში კიდევ ერთხელ აპროსტესტებდნენ პრეზიდენტ ივან დუკეს ეკონომიკურ პოლიტიკას.

კოლუმბიის სოციალური ინციდენტების რეაგირების განყოფილების განცხადებით, ამ დროისათვის მათთან 548 ადამიანის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება შევიდა.

საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე ასევე მრავალი ადამიანიც დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიაში 28 აპრილს პროფკავშირების, ადგილობრივი თემების, სტუდენტური ჯგუფებისა და სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფების მოწოდებით, საგადასახადო რეფორმის კანონპროექტის წინააღმდეგ „ეროვნული გაფიცვის“ მოწოდება გაკეთდა, რომელიც შემდეგ მასობრივ საპროტესტო აქციებში გადაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #კოლუმბია

მსგავსი ინფორმაციები