თალიბებმა სამ დღიანი მორატორიუმი გამოაცხადეს

რამაზანი ავღანეთშიც მშვიდობიანად ჩაივლის

1637156
თალიბებმა სამ დღიანი მორატორიუმი გამოაცხადეს

ავღანეთში თალიბებმა განაცხადეს, რომ რამაზანის ბაირამის დროს, ე.ი. სამი დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის უფლებას გამოიყენებენ. თალიბანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მილიტანებს დაევალათ რამაზან ბაირამობის დღეებში არ განახორციელონ რაიმე თავდასხმები თუ ტერაქტები. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ თალიბანის მებრძოლები ხსენებულ დღეებში არ იმგზავრებენ მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფ ადგილებში, ხოლო სამთავრობო ძალები კი თალიბების მიერ კონტროლირებად ადგილებში. “ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ ხალხმა რამაზანი მშვიდობიან ატმოსფეროში და უსაფრთხოდ გაატაროს, თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის დღეებში მოწინააღმდეგე მხარის ნებისმიერ შეტევას ცეცხლითვე ვუპასუხებთ“- აღნიშნულია თალიბების განცხადებაში. თალიბების მიერ გამოცხადებულ ამ მორატორიუმთან დაკავშირებით ავღანეთის მთავრობას ჯერ-ჯერობით რაიმე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.



მსგავსი ინფორმაციები