კოლუმბიაში ანტისამთავრობო დემონსტრაციები გრძელდება

კოლუმბიაში ანტისამთავრობო დემონსტრაციები გრძელდება

1637236
კოლუმბიაში ანტისამთავრობო დემონსტრაციები გრძელდება

ათასობით ადამიანი, რომელიც კოლუმბიაში 11 დღის განმავლობაში აწყობდა მასობრივ დემონსტრაციებს მთავრობის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ შეიკრიბა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში.

დედაქალაქ ბოგოტაში, საპროტესტო აქციების ცენტრში, ათასობით ადამიანი, ძირითადად სტუდენტები და ადგილობრივი ჯგუფები, შეიკრიბა ეროვნულ პარკში და მუსიკისა და სიმღერების თანხლებით მსვლელობა მოაწყო.

ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში - მედელინში, ათასობით დემონსტრანტმა პროტესტი გამოხატა როგორც მთავრობის, ასევე პოლიციის წინააღმდეგ მომიტინგეების მიმარტ ჩადენილი მოქმედებების გამო.

უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტებს მთელი გზის მანძილზე თან ახლდნენ და მშვიდობიანი მსვლელობა მთავრობის წინააღმდეგ ლოზუნგებით დასრულდა.

კოლუმბიის სახალხო დამცველის ოფისის მიერ გაკეთებულ ბოლო განცხადებაში ნათქვამია, რომ 28 აპრილს საყოველთაო გაფიცვით დაწყებული საგადასახადო რეფორმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე გარდაცვლილთა რიცხვი 27, ხოლო უგზოუკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა 548 არის.

ამავდროულად, სახალხო დამცველის აპარატისგან დამოუკიდებლად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, დემონსტრაციების დაწყებიდან დღდემდე 47 ადამიანი დაიღუპა და 963 ადამიანი კი დააკავეს.



მსგავსი ინფორმაციები