ამერიკამ, ავღანეთის შეიარაღებული ძალები შესაძლოა სხვა ქვეყანაში მოამზადოს

ამერიკამ, ავღანეთის შეიარაღებული ძალები შესაძლოა სხვა ქვეყანაში მოამზადოს

1635911
ამერიკამ, ავღანეთის შეიარაღებული ძალები შესაძლოა სხვა ქვეყანაში მოამზადოს

აშშ-ის არმის შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ მათ ქვეყანას მომავალში შეუძლია ავღანეთის შეიარაღებული ძალების  სხვა ქვეყანაში მომზადება.

მან ამის შესახებ პენტაგონში, აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, 100 დღიანი თავდაცვითი მოქმედებების შესახებ შეფასებების დროს განაცხადა.

მარკ მილიმ ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა: „ჩვენი მთავარი მიზანია, სამხედრო  მისიის შეცვლა ავღანეთში. აშშ-ის ჯარების დაგეგმილი, უსაფრთხო და მოწესრიგებული გაყვანის თვალსაზრისით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯარების გამოყვანასთან დაკავშირებით ვადა, სექტემბრამდის დაასახელა და ჩვენც ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ გეგმის მიხედვით ვიმოქმედოთ. რაც შეეხება ავღანეთის შეიარაღებული ძალების გადამზადებას, შესაძლებელია საზღვარგარეთ, სხვა ქვეყანაში მოხდეს. ჩვენ მრავალი ვარიანტი გვაქვს, მაგრამ ამჟამად ყურადღება გამახვილებული გვაქვს ჩვენი ჯერების გაყვანაზე. მათ აღზრდასთან დაკავშირებით გეგმა კი ჯერ არ გვაქვს დასრულებული.“

პრესკონფერენციის დროს, თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინიმ აღნიშნა, რომ ავღანეთიდან მათი ჯარების გაყვანა დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო და გეგმის მიხედვით გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები