ლიბია: „თურქეთთან გაფორმებულ მემორანდუმზე საბერძნეთთან აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს“

ლიბია: „თურქეთთან გაფორმებულ მემორანდუმზე საბერძნეთთან აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს“

1634956
ლიბია: „თურქეთთან გაფორმებულ მემორანდუმზე საბერძნეთთან აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს“

ლიბიის პრემიერ-მინისტრმა აბდულჰამიდ ედ-დიბიბემ განაცხადა, რომ თურქეთთან გაფორმებულ, „საზღვაო ტერიტორიების უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმთან" დაკავშირებით საბერძნეთთან აზრთა სხვადასხვაობა აქვთ.

აბდულჰამიდ ედ-დიბიბემ ტელეარხ „ალ ჯაზირა"-სთან ინტერვიუს დროს, ლიბიის კრიზისის ბოლო მოვლენებზე  შეფასებები გააკეთა, რა დროსაც, თურქეთ-ლიბიას შორის გაფორმებულ „საზღვაო ტერიტორიების უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის“ საკითხსაც შეეხო და დასძინა, რომ ამ თემაზე საბერძნეთთან აზრთა სხვადასხვაობა აქვთ.

ცნობისათვის, თურქეთ-ლიბიას შორის „საზღვაო ტერიტორიების უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი“ 2019 წლის 27 ნოემბერს გაფორმდა, რის შესახებაც ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა აბდულჰამიდ ედ-დიბიბემ განაცხადა, რომ ისინიც დაიცავენ ამ მემორანდუმს.



მსგავსი ინფორმაციები