კოლუმბიაში აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი იზრდება

კოლუმბიაში აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი იზრდება

1635126
კოლუმბიაში აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი იზრდება

კოლუმბიაში საგადასახადო რეფორმის კანონპროექტის წინააღმდეგ მასობრივი დემონსტრაციები მე-7 დღეა გრძელდება. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების დროს ბოლო მონაცემებით 24 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი გარდაიცვალა, 900-ზე მეტი კი დაშავდა.

საპროსესტო აქციების ცენტრი შეიძლება ითქვას, რომ დედაქალაქ ბოგოტაში ისტორიული,  ბოლივარის მოედანი გახლდათ, სადაც დემონსტრაციები ბანერებით ხელში კიდევ ერთხელ აპროსტესტებდნენ პრეზიდენტ ივან დუკეს ეკონომიკურ პოლიტიკას.

დემონსტრანტების ზოგიერთმა ჯგუფმა ეროვნული კონგრესის შენობას ქვები დაუშინეს, პოლიციამ კი მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლი გამოიყენა.

კოლუმბიის სოციალური ინციდენტების რეაგირების განყოფილების განცხადებით, ამ დროისათვის მათთან 89 ადამიანის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება შევიდა.

საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე ასევე მრავალი ადამიანიც დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიაში 28 აპრილს პროფკავშირების, ადგილობრივი თემების, სტუდენტური ჯგუფებისა და სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფების მოწოდებით, საგადასახადო რეფორმის კანონპროექტის წინააღმდეგ „ეროვნული გაფიცვის“ მოწოდება გაკეთდა, რომელიც შემდეგ მასობრივ საპროტესტო აქციებში გადაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #კოლუმბია

მსგავსი ინფორმაციები