ისრაელის პოლიციამ კიდევ ერთი პალესტინელი ბავშვი მოკლა

ისრაელის პოლიციამ კიდევ ერთი პალესტინელი ბავშვი მოკლა

1635342
ისრაელის პოლიციამ კიდევ ერთი პალესტინელი ბავშვი მოკლა

ისრაელის ჯარების მხრიდან ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ, ნაბლუსში განხორციელებული თავდასხმის დროს კიდევ ერთი 16 წლის პალესტინელი ბავშბი მოკლეს.

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ 16 წლის პალესტინელი ბავშვის ცხედარი, რომელიც ისრაელის ჯარისკაცებმა მოკლეს  ქალაქ ნაბლუსში, ოდალას რეგიონში, ჩაიბარეს. მათივე ინფორმაციით, ქალაქში მომხდარი დაპირისპირების დროს გამოყენებული ნამდვილი ტყვიებით დაშავებული კიდევ ერთი პალესტინელი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოწამე ბავშბის პირადობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.


საკვანძო სიტყვები: #პალესტინა , #ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები