ბანგლადეშში ნავის ჩაძირვის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში ნავის ჩაძირვის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

1632963
ბანგლადეშში ნავის ჩაძირვის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში, მადარიპურის რაიონში მდინარე, პადმაში ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა. უბედური შემთხვევა ჩქაროსნულ ნავსა და ქვიშით დატვირთულ გემს შორის შეჯახების შედეგად მოხდა.

გაზეთ Dhaka Tribune-ს მიერ გავრცელებული ინფორმაიის თანახმად, მომხდარის შედეგად ასევე მრავალი ადამიანიც დაიკარგა, რომლების სამძებრო, სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მომხდარის შედეგად ამ დროისათვის 5 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, რომლებიც მკურნალობას საავადმყოდოში გადიან.

ბანგლადეშში მდინარეებზე მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად ყოველწლიურად მრავალი ადამიანი იღუპება.


საკვანძო სიტყვები: #ჩაიძირა , #ნავი , #ბანგლადეში

მსგავსი ინფორმაციები