ხალიდ ალ მიშრი: კონსტიტუციისთვის რეფერენდუმი სავალდებულოა

ლიბიის სახელმწიფო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ხალიდ ალ მიშრიმ განაცხადა, რომ კონსტიტუციისთვის რეფერენდუმი სავალდებულოა

1630433
ხალიდ ალ მიშრი: კონსტიტუციისთვის რეფერენდუმი სავალდებულოა

ლიბიის სახელმწიფო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ხალიდ ალ მიშრიმ განაცხადა, რომ კონსტიტუციისთვის რეფერენდუმი სავალდებულოა.

საბჭოს პრესსამსახურის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ხალიდ ალ-მიშრი დედაქალაქ ტრიპოლის საბჭოს ცენტრში იტალიის ელჩს ტრიპოლში, ჯუზეპე ბუჩინო გრიმალდის შეხვდა.

მან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსტიტუციისთვის რეფერენდუმი სავალდებულოა და მას ასევე აქვს სიმბოლური მნიშვნელობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქვეყანაში ახალი დიქტატორები არ გამოჩნდებიან.

მიშრი ასევე შეეხო ლიბია-იტალიის ურთიერთობების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ყველა ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობა უნდა განვითარდეს.

ხალიდ ალ მიშრიმ ასევე მიანიშნა იმ იტალიური კომპანიების დაბრუნების მნიშვნელობაზე, რომელთა სამუშაოები ტრიპოლის საერთაშორისო აეროპორტისა და ქვეყნის აღმოსავლეთით და დასავლეთით დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობაზე შეჩერებულია.


საკვანძო სიტყვები: #ხალიდ ელ მიშრი , #ლიბია

მსგავსი ინფორმაციები