მიანმარში დაღუპულ მომიტინგეთა რიცხვი 753-მდე გაიზარდა

მიანმარში დაღუპულ მომიტინგეთა რიცხვი 753-მდე გაიზარდა

1629140
მიანმარში დაღუპულ მომიტინგეთა რიცხვი 753-მდე გაიზარდა

მიანმარში სამხედრო გადატრიალების და არჩეული მთავრობის წევრების დაპატიმრების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციების უსაფრთხოების ძალების მიერ შეიარაღებული დაშლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 753-მდე გაიზარდა.

პოლიტიკურ პატიმართა დახმარების ორგანიზაციის (AAPP) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანაში ბოლო 24 საათში კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა, რითაც მთლიანი რიცხვი 753-მდე გაიზარდა, დაკავებულია 3 ათას 441 ადამიანი.

ათას 179 ადამიანის შესახებ კი დაკავების გადაწყვეტილებაა მიღებული.

მეორეს მხრივ, გადატრიალების მოწინააღმდეგე ერთ – ერთმა ეთნიკურმა შეიარაღებულმა ჯგუფმა კარენმა (KNU), ქვეყნის სამხრეთში ტაილანდის საზღვარზე მდებარე მიანმარიის არმიის სამხედრო ბაზა აიღო.

KNU- ს სპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ კარენის შტატში მუტრავის რეგიონში მდებარე სამხედრო ბაზა ადგილობრივი დროით 04:30 საათზე აიღეს.

იქვე აღნიშნულია, რომ ბაზა შეტაკებების შედეგად იქნა აღებული, ხოლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.



მსგავსი ინფორმაციები