ბურკინა ფასოში 3 უცხოელი ჟურნალისტი გაუჩინარდა

ბურკინა ფასოში 3 უცხოელი ჟურნალისტი გაუჩინარდა

1629352
ბურკინა ფასოში 3 უცხოელი ჟურნალისტი გაუჩინარდა

ბურკინა ფასოში განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი უცხოელი ჟურნალისტი გაუჩინარდა. ადგილობრივი მედიის თანახმად, ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე გურმას რეგიონში, ბრაკონიერობის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციების დროს მომხდარი შეტაკებებისას, სამი ადამიანი დაშავდა, სამი უცხოელი ჟურნალისტი და ერთი ჯარისკაცი კი გაუჩინარდა. ამავე ინფორმაციით გაუჩინარებულ ჟურნალისტებს შორის ორი ესპანელი, ერთი კი  ირლანდიელია. უსაფრთხოების ძალებმა კი რეგიოში გაუჩინარებული ჟურნალისტების და ჯარისკაცის პოვნის მიზნით ოპერაციები დაიწყეს.



მსგავსი ინფორმაციები