ბირმაში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 751-მდე გაიზარდა

ბირმაში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 751-მდე გაიზარდა

1628635
ბირმაში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 751-მდე გაიზარდა

ბირმაში (მიანმარი) სამხედრო გადატრიალების საწინააღმდეგო აქციების დროს დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებების შედეგად ბოლო მონაცემებით დაღუპყლთა რიცხვი 751-მდე გაიზარდა.

მიანმარის პოლიტპატიმრების დახმარების ორგანიზაციიდან (AAPP) გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების დროს სამხედროებმა და პოლიციელებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ნამდვილი ტყვიები გამოიყენეს, რის გამოც კიდევ 6 ადამიანი დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით ასევე 3431 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის აქციის მონაწილეების მხარდამჭერი ცნობილი მწერალი და ჟურნალისტი, ტუ ტუ თჰაც გახლავთ.

ცნობისათვის, მდინარე წლის  1 თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. დააკავეს სახელმწიფოს ფაქტობრივი ლიდერი, აუნ სან სუ ჩი, ქვეყნის პრეზიდენტი ვინ მინი და პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლები.

ამის შემდეგ კი ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო.


საკვანძო სიტყვები: #საპროტესტო აქციები , #ბირმა

მსგავსი ინფორმაციები