მორიგი ტრაგედია ხმელთაშუაზღვაში

რეზინის ნავის ჩაზირვას 100-მდე მიგრანტი ემსხვერპლა

1626898
მორიგი ტრაგედია ხმელთაშუაზღვაში

წინასწარი ინფორმაციებით,  ხმელთაშუაზღვაში რეზინის ნავის ჩაძირვის შედეგად, დაახლოებით 100-მდე არალეგალი მიგრანტი დაირუპა. ჟენევაში მოქმედი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) Twitter– ის ანგარიშზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ზოგიერთი პირველადი ინფორმაციებით, მინიმუმ 100 ადამიანი დაიღუპა საზღვაო კატასტროფის შედეგად, რომელიც მოხდა შუა ხმელთაშუაზღვაში. საფრანგეთის არასამთავრობო ორგანიზაციის SOS Akdeniz-ის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც მონაწილეობდა ხმელთაშუა ზღვის სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში, აღნიშნულია: "დღეს, მრავალი საათის ძებნის შემდეგ, ჩვენი ყველაზე დიდი შიში ახდა. “ოკეანის ვიკინგების“ ეკიპაჟმა ტრიპოლის ჩრდილო-აღმოსავლეთით რეზინის ნავის ნარჩენებს და 10-მდე გვამს მიაგნია, რის შემდეგ ნობილი გახდა, რომ ნავზე მყოფი 130 არალეგალი მიგრანტიდან დაახლოებით 100-მდე დაიღუპა“



მსგავსი ინფორმაციები