იაპონიაში ახალი ტიპის კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა ისევ გამოცხადდება

იაპონიაში ახალი ტიპის კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა ისევ გამოცხადდება

1627059
იაპონიაში ახალი ტიპის კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა ისევ გამოცხადდება

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და ზოგიერთ შტატში ახალი ტიპის კორონავირუსის შემტხვევების გაზრდის გამო საგანგებო მდგომარეობა კვლავ გამოცხადდება.

იაპონიაში კოვიდ -19 ღონისძიებებზე პასუხისმგებელმა კაბინეტის წევრმა, ნიშიმურა იასუტოშიმ, პრესკონფერენციაზე თქვა, რომ კორონავირუსი და მისი ვარიანტები ქვეყნის მასშტაბით კვლავ იზრდება.

ნიშიმურა ეპიდემიასთან ბრძოლაში საგანგებო მდგომარეობის მნიშვნელობას შეეხო და აღნიშნა: ”ჩვენ უფრო მკაცრი ზომები უნდა მივიღოთ, რომ ძალიან გადამდებ ვარიანტებზე კონტროლი დავამყაროთ.“

მან განაცხადა, რომ  "ოოგონ შუუკან"-ის (ოქროს კვირეული) დასვენების პერიოდში 29 აპრილიდან 5 მაისამდე შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს შემთხვევების რაოდენობას და მოუწოდა მოსახლეობას სახლში დარჩნენ.

პრემიერ-მინისტრი სუგა იოშიჰიდე განცხადებას მთავრობის კოვიდ -19-ის მრჩეველთა კომიტეტის რეკომენდაციის შემდეგ გააკეთებს.

საგანგებო მდგომარეობა, რომელიც დაიწყება კვირას, 25 აპრილს, დედაქალაქ ტოკიოში, ოსაკაში, ჰიოგოსა და კიოტოში, ძალაში 11 მაისამდე დარჩება.

2020 წლის აპრილიდან 2021 წლის იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა ორჯერ გამოცხადდა იაპონიის სხვადასხვა რეგიონში.



მსგავსი ინფორმაციები