ნატოს სამიტი 14 ივნისს გაიმართრბა

ნატოს სამიტი 14 ივნისს გაიმართრბა

1626446
ნატოს სამიტი 14 ივნისს გაიმართრბა

ნატოს 2021 წლის სამიტი 14 ივნისს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ალიანსის შტაბ-ბინაში გაიმართება. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა.

გენერალური მდივანი სტოლტენბერგი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ მოკავშირე ქვეყნების ლიდერების მონაწილეობით მიიღებენ გადაწყვეტილებებს აქტუალურ დღის წესრიგზე, რათა გაუმკლავდენ არსებულ და მომავალ გამოწვევებს: რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, ტერორიზმის საფრთხეს, კიბერშეტევებს, საზიანო ტექნოლოგიებს, ჩინეთის აღზევებასა და უსაფრთხოებაზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედებას.

ცნობისათვის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსების დღიდან ჩატარდა 28 სამიტი.


საკვანძო სიტყვები: #ნატოს სამიტი

მსგავსი ინფორმაციები