ერდოღანი კლიმატის სამიტზე მონაწილეობას მიიღებს

ერდოღანი კლიმატის სამიტზე მონაწილეობას მიიღებს

1626024
ერდოღანი კლიმატის სამიტზე მონაწილეობას მიიღებს

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კლიმატის სამიტზე, რომელიც ვირტუალურ გარემოში ჩატარდება, მონაწილეობას მიიღებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მსოფლიოს 40 ლიდერი ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩასატარებელ სამიტზე 26 მარტს მიიწვია, რომელზედაც კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იგეგმება, - ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. აშშ-ს მასპინძლობით სამიტი დღეს (22 აპრილს), “დედამიწის დღეს“ დაიწყება და კორონავირუსის პანდემიის გამო, მთლიანად ონლაინ რეჟიმში წარიმართება.

სამიტის გახსნას, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტ, კამალა ჰარისისთან ერთად განახორციელებს. პრეზიდენტი ერდოღანი სამიტის პირველ სესიაზე გამოვა სიტყვით.

სამიტს ასევე დაესწრებიან, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, კათოლიკური სამყაროს ერთპიროვნული ლიდერი პაპა ფრანცისი, 40 ქვეყნის ლიდერები და სხვა წარმომადგენლები.



მსგავსი ინფორმაციები