უკრაინაში სარეზერვო სამხედრო კანონი დამტკიცდა

უკრაინაში დამტკიცდა კანონი, რომელიც სამხედროების განსაკუთრებულ პერიოდში სარეზერვო ჯარებში გამოძახების საშუალებას იძლევა

1625723
უკრაინაში სარეზერვო სამხედრო კანონი დამტკიცდა

უკრაინაში დამტკიცდა კანონი, რომელიც სამხედროების განსაკუთრებულ პერიოდში სარეზერვო ჯარებში გამოძახების საშუალებას იძლევა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის მიერ დამტკიცებული კანონი უზრუნველყოფს საბრძოლო გამოცდილების მქონე სამხედროებისგან მომსახურების მიღებას მობილიზაციის გამოცხადების გარეშე.

გარდა ამისა, კანონის წყალობით, თადარიგ ჯარისკაცებს სწრაფად შეეძლებათ ჯარში გაწევრიანება და შეტევის შემთხვევაში, ჯარის საბრძოლო შესაძლებლობები გაიზრდება.

კანონი უკრაინის პარლამენტში მიღებულ იქნა 30 მარტს 450 დეპუტატიდან 256 – ის მხარდაჭერით.

30 მარტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის გენერალური შტაბის უფროსმა, რუსლან ჰომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთმა სამხედრო წვრთნების საბაბით უკრაინის საზღვრებთან სამხედროების მობილიზება მოახდინა.

დონბასის რეგიონში კრიზისის მოგვარებისთვოს სამმხრივმა საკონტაქტო ჯგუფმა, რომელიც შედგებოდა რუსეთის, უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისგან (ეუთო) 2020 წლის 27 ივლისს მიიღო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება.

პრორუს სეპარატისტებს, რომლებმაც რეგიონში ე.წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და კიევს შორის შეტაკებების შედეგად 2014 წლიდან დღემდე 13 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #სარეზერვო ჯარი , #კანონი , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები