ტრამპი: „ავღანეთიდან გამოსვლა შესანიშნავი და დადებითია"

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი: „ავღანეთიდან გამოსვლა შესანიშნავი და დადებითია"

1624256
ტრამპი: „ავღანეთიდან გამოსვლა შესანიშნავი და დადებითია"

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ამერიკელი სამხედროების ავღანეთიდან გასვლის პროცესთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა: „ავღანეთიდან გამოსვლა შესანიშნავი და დადებითია. მე გამოსვლა 1 მაისისთვის მქონდა დაგეგმილი, ეს პროცესი შეძლებისდაგვარად ამ თარიღთან ახლოს უნდა განვახორციელოთ.“

ტრამპმა აღნიშნა, რომ გამოსვლის პროცესისთვის დადგენილი თარიღი 11 სექტემბერი კი ამერიკის ისტორიისთვის გლოვის დღეა და საჭიროა ეს ასე დარჩეს.

ყოფილმა პრეზიდენტმა, ტრამპმა, პირობა დადო, რომ 2020 წლის თებერვალში თალიბანთან დადებული შეთანხმებით გარკვეული პირობების სანაცვლოდ ამერიკელი სამხედროები ავღანეთიდან 2021 წლის 1 მაისამდე გავიდოდნენ.

პრეზიდენტმა ბაიდენმა, რომელიც მოვალეობის შესრულებას 20 იანვარს შეუდგა, განაცხადა, რომ დაახლოებით 2500 სამხედროს გასვლა 1 მაისს დაიწყება და 2021 წლის 11 სეტემბრამდე დასრულდება.

ამერიკის კონგრესში დემოკრატები ძირითადად ბაიდენის ამ გეგმას მხარს უჭერენ, რესპუბლიკელთა დიდი ნაწილი კი აცხადებს, რომ „აშშ-მა ავღანეთი ვაკუუმში დატოვა“ და „იქ ტერორისტული ელემენტები ისევ მომრავლდებიან.“


საკვანძო სიტყვები: #ავღანეთი , #ტრამპი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები