ერდოღან-სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ერდოღან-სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1622828
ერდოღან-სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თრქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ნატო-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღან-სტოლტენბერგს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს ეგეოსის, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის, ლიბიასა და ავღანეთში განვითარებული მოვლენები, რუსეთ-უკრაინის კრიზისი და რეგიონალური საკითხები იქნა განხილული.  

პრეზიდენტმა ერდოღანმა, სატელეფონო საუბრის დროს, კიდევ ერთხელ მტკიცედ აღნიშნა, რომ  თურქეთის კონსტრუქციული ნაბიჯებისა და დაჟინებული მოწოდებების წყალობით დღეს,  ეგეოსისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მშვიდობიანი გარემოა შექმნილი.

ერდოღანმა კიდევ ერთხელ გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთ-უკრაინის კრიზისი უნდა გადაწყდეს დიალოგის გზით.


საკვანძო სიტყვები: #სტოლტენბერგი , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები