დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ავღანეთში მომსახურე ინგლისელი სამხედროების ქვეყნიდან რეგულარულად გასვლას

დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ავღანეთში მომსახურე ინგლისელი სამხედროების ქვეყნიდან რეგულარულად გასვლას

1621983
დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ავღანეთში მომსახურე ინგლისელი სამხედროების ქვეყნიდან რეგულარულად გასვლას

ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ მხარს უჭერენ ავღანეთში მომსახურე ინგლისელი სამხედროების ქვეყნიდან რეგულარულად გასვლას.

„ტვიტერით“ გაკეთებულ განცხადებაში რააბმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მშვიდობიანი მომავლის მქონე სტაბილური ავღანეთის მხარდასაჭერად ნატოს და ავღანელი ხალხის გვერდითაა.

რააბის თქმით, ავღანეთში არსებული სამხედრო კონტიგენტის ქვეყნიდან რეგულარულად გასვლას მხარს დაუჭერენ.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა გაკეთებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ ავღანელი ხალხი მშვიდობიან და სტაბილურ მომავალს იმსახრურებს.

„გამოსვლისას, ავღანეთში მომსახურე ადამიანების უსაფრთხოება ისევ ჩვენი პროიროტეტი იქნება. ჩვენ გასაგებად ვამბობთ, რომ მოკავშირე ქვეყნებზე თავდასხმებს მკაცრი რეაგირება მოჰყვება.“-აღნიშნა უოლესმა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, განაცხადა, რომ 1 მაისს ავღანეთში მყოფი სამხედროების მთლიანად გამოყვანას დაიწყებენ და პროცესი 2021 წლის 11 სექტემბრამდე დასრულდება.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ნატოს საბჭოს თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს ავღანეთიდან 1 მაისიდან გამოვლის საკითხზე ერთიანი მოსაზრება აქვთ.



მსგავსი ინფორმაციები