ნატოს მკაცრი მოწოდება რუსეთს

ნატოს მკაცრი მოწოდება რუსეთს

1620393
ნატოს მკაცრი მოწოდება რუსეთს

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, უკრაინის საზღვრებიდან საკუთარი ჯარი დაუყონებლივ გაიყვანოს. მან ამის შესახებ,  უკრაინის საგარეო საქმეთ მინისტრთან დიმიტრი კულებასთან ნატოს შტაბ-ბინაში გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

„დღეს, 2014 წლის შემდეგ რაც რუსეთმა ყურუიმის უკანონო ანექსია მოახდინა, უკრაინის საზღვარზე ყველაზე მეტი ჯარი განალაგა. ბოლო დღეებში უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე მოვლენების შედეგად მრავალი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. რუსეთის მხრიდან რეგიონში სამხედროების განლაგება, არასამართლებრივი, არალეგიტიმური და შემაშფოთებელი ნაბიჯებია. ნატო, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და რუსეთს მოუწოდებს დაუყონებლივ დაასრულოს ყირიმის უკანონო ანექსია. ნატო, უკრაინის გვერდით დგომას გააგრძელებს,“ განაცხადა სტოლტენბერგმა.  



მსგავსი ინფორმაციები