ბირმაში სამხედრო გადატრიალების საწინააღმდეგო აქციიების დროს დაღუპულთა რიცხვი 700-ს გასცდა

ბირმაში სამხედრო გადატრიალების საწინააღმდეგო აქციიების დროს დაღუპულთა რიცხვი 700-ს გასცდა

1619693
ბირმაში სამხედრო გადატრიალების საწინააღმდეგო აქციიების დროს დაღუპულთა რიცხვი 700-ს გასცდა

ბირმაში (მიანმარი) სამხედრო გადატრიალების საწინააღმდეგო აქციების დროს დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებების შედეგად ბოლო მონაცემებით დაღუპყლთა რიცხვი 706-მდე გაიზარდა.

მიანმარის პოლიტპატიმრების დახმარების ორგანიზაციიდან (AAPP) გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების დროს სამხედროებმა და პოლიციელებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ნამდვილი ტყვიები გამოიყენეს, რის გამოც კიდევ 5 ადამიანი დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით ასევე 3059 ადამიანი დააკავეს.

ცნობისათვის, მდინარე წლის  1 თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. დააკავეს სახელმწიფოს ფაქტობრივი ლიდერი, აუნ სან სუ ჩი, ქვეყნის პრეზიდენტი ვინ მინი და პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლები.

ამის შემდეგ კი ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო.


საკვანძო სიტყვები: #მიანმარი

მსგავსი ინფორმაციები