ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 150-ს გასცდა

ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 150-ს გასცდა

1615425
ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 150-ს გასცდა

ინდონეზიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ნუსა-ტენგარას პროვინცაში სეზონური წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის და მეწყერის გამო დაღუპულთა რიცხვი 155-მდე გაიზარდა. ინდონეზიის კატასტროფების მართვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 72 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ამავე ინფორმაციით, წყალდიდობის და მეწყერის შედეგად ასობით ადამიანის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. დაკარგულების სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ოფიციალური პირები კი შიშობენ, რომ შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.


საკვანძო სიტყვები: #მეწყერი , #წყალდიდობა , #ინდონეზია

მსგავსი ინფორმაციები