შარლ მიშელი ლიბიას ეწვია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ლიბიაში ვიზიტით ჩავიდა, რომლის შესახებაც წინასწარი ცნობლი არ იყო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ლიბიაში ვიზიტით ჩავიდა, რომლის შესახებაც წინასწარი ცნობლი არ იყო.
ევროკავშირის უფლებამოსილთა განცხადებით, მიშელი დედაქალაქ ტრიპოლში ლიბიის საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარეს, მუჰამედ იუნუს ალ-მენფის, ლიბიის ეროვნული ერთობის მთავრობის პრემიერ-მინისტრს აბდულჰამიდ დიბეიბეს და ლიბიიის ეროვნული ერთიანობის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრს, ნეჯლა ალ-მენგუშს შეხვდა.
მიშელმა სოციალური ქსელით ლიბიაში ვიზიტის შესახებ გაგეკეთებულ გზავნილში აღნიშნა: „ევროკავშირი, ლიბიელი ხალხისა და ახალი ხელისუფლების გვერდითაა. ერთობით, სუვერენული და წარმატებული ლიბიისთვის მხარდაჭერის გასაზრდელად მზად ვართ.“
ევროკავშირის უფლებამოსილთა განცხადებით კი მიშელმა გააკეთა გზავნილი, რომ ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორების, მმართველობის, მომსახურების, სტაბილურობის და უსაფრთხოების, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის და მიგრაციის მსგავს საკითხებში მზად არიან ერთობლივი მუშაობის გაზრდისთვის.
ამავდროულად, აღინიშნა, რომ ევროკავშირის ელჩი ლიბიაში ამ თვის ბოლოს ტრიპოლში საბოლოოდ დაბრუნდება.
ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნეჯლა ალ-მენგუშიმ, სხვა ქვეყნებს, იმისთვის, რომ შესძლონ ლიბიის მოქალაქეებისა და უცხოელების სწრაფად მომსახურება, საელჩოებისა და საკონსულოების ხელახალი გახსნის პროცედურების დაჩქარებისკენ მოუწოდა.
მსგავსი ინფორმაციები
ამერიკის შეერთებული შტატების 39-ე პრეზიდენტი ჯიმი კარტერი გარდაიცვალა
ამერიკის შეერთებული შტატების 39-ე პრეზიდენტი ჯიმი კარტერი გარდაიცვალა