ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება

ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება

1614903
ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება

ინდონეზიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ნუსა-ტენგარას პროვინცაში სეზონური წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის და მეწყერის გამო დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა. ინდონეზიის კატასტროფების მართვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 42 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, ხოლო 9 ადამიანი დაშავდა.

ამავე ინფორმაციით, წყალდიდობის და მეწყერის შედეგად ასობით ადამიანის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. დაკარგულების სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ოფიციალური პირები კი შიშობენ, რომ შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.


საკვანძო სიტყვები: #მეწყერი , #წყალდიდობა , #ინდონეზია

მსგავსი ინფორმაციები