სარკინიგზო ავარიის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

სარკინიგზო ავარიის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

1613296
სარკინიგზო ავარიის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

აღმოსავლეთ ტაივანში, ჰუალიანის რეგიონში სარკინიგზო ავარიის  შედეგად ბოლო მონაცემებით, 36 ადამიანი გარდაიცვალა და 60 დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მატარებელი 8 ვაგონით, რომელსაც 350-მდე მგზავრი გადაჰყავდა, ჰუალიანის რეგიონში გვირაბში შესვლის დროს რელსებიდან გადავიდა. მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ბოლო  მონაცემებით 36 ადამიანი გარდაიცვალა და 60 დაშავდა.

უბედური შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამაშველო სამუშაობი მიმდინარეობს.


საკვანძო სიტყვები: #სარკინიგზო ავარია , #ტაივანი

მსგავსი ინფორმაციები