აშშ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

1612885
აშშ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის "აგრესიის" ფონზე კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ქვეყნის "ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი".

სამინისტროს პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა, გააკეთა წერილობითი განცხადება ბლინკენსა და მის უკრაინელ კოლეგას, დიმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბრის შესახებ.

”მინისტრმა ბლინკენმა, დონბასსა და ყირიმში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.”-ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ბლინკენმა გამოხატა შეშფოთება უკრაინის აღმოსავლეთში დაძაბულობის და სამძიმარი გამოხატა დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების გამო.

ბლინკენმა ხაზი გაუსვა უკრაინაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, კანონის უზენაესობის დაცვას და შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) წინააღმდეგ ბრძოლა და კლიმატის ცვლილებები.

შეგახსენებთ, რომ პრორუსი სეპარატისტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, 26 მარტს ოთხი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა დონბასის შუმუს რეგიონში.

2014 წლიდან პრორუს სეპარატისტებს, რომლებმაც რეგიონში ე.წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და უკრაინის ხელისუფლებას შორის შეტაკებების შედეგად 13 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #უკრაინა , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები