სუეცის არხში გაჭედილმა გემმა გაცურვა შეძლო

სუეცის არხში გაჭედილმა გემმა გაცურვა შეძლო

1610240
სუეცის არხში გაჭედილმა გემმა გაცურვა შეძლო

სუეცის არხში რამდენიმე დღის წინ გაჭედილმა კონტეინერმზინიდმა Ever Green-მა გაცურვა შეძლო. აღნიშნულის შესახებ, ეგვიპტის პრეზიდენტის მოადგილემ იჰაბ მემიშმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა. მისივე თქმით,  სუეცის არხში გაჭედილი გემის გაცურვის მცდელობები წარმატებით დასრულდა.

ადგილობრივ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციების თანახმად, გემი დაუბრუნდა ჩვეულ ცურვის კურსს, ამუშავდა ძრავები და დაიწყო მოძრაობა.

ასევე ზოგიერთი სხვა ინფორმაციით, გემის წყალში გაშვება სპეციალური ტექნიკის დამხარებით განხორციელდა. პარალელურად კი ვრცელდება ცნობა, რომ გემი მეჩეჩიდან ჯერეჯერობით ნაწილობრივ გაიყვანეს და ახლა საბუქსირო გემების დახმარებით მისი კურსის გასწორებას ცდილობენ.

შეგახსენებთ, რომ პანამის დროშის ქვეშ მცურავი კონტეინერმზინიდი Ever Given-ი ტაივანში მოქმედ კომპანიას ეკუთვნის. გემმა, სავარაუდოდ, უამინდობის ან ტექნიკური გაუმართაობის გამო, 24 მარტს სუეცის არხში შესვლის შემდეგ მართვა დაკარგა და ისეთ პოზიციაში აღმოჩნდა, რომ სხვა გემებისთვისაც სრულად გადაკეტა არხში გადაადგილება.


საკვანძო სიტყვები: #გემი , #სუეცის არხი

მსგავსი ინფორმაციები