შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მომდევნო თვეში თურქეთში ჩასვლა სურს

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მომდევნო თვეში თურქეთში ჩასვლა სურს

1608815
შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მომდევნო თვეში თურქეთში ჩასვლა სურს

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მომდევნო თვეში თურქეთში ჩასვლა სურს.

მიშელმა ონლაინ სივრცეში გამართული ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თურქეთის შესახებ შეფასებები გააკეთა.

„იმედი გვაქვს, რომ თურქეთთან ურთიერთობების განვითარება მართლა იქნება შესაძლებელი, მაგრამ ამავდროულად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის მიერ დადებითი, ზომიერი პოზიციის გამომჟღავნება.“-განაცხადა შარლ მიშელმა.

მან ასევე დასძინა, რომ ანკარასთან კონტაქტები აქვთ იმისთვის, რომ მომდევნო თვეში თურქეთში ვიზიტით ჩავიდეს.


საკვანძო სიტყვები: #შარლ მიშელი , #ევროსაბჭო

მსგავსი ინფორმაციები